სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური,
მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტის გამოყენება პედაგოგების მიერ
უნდა ხდებოდეს მიღწეული შედეგების გასააზრებლად: ყველა ეტაპზე მიმდინარე და შემაჯამებელი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასებისას.
ძნელია ნახო კონკრეტული განსაზღვრება სასწავლო პროექტის, თუმცა ყველაზე
ახლოს სასწავლო პროექტთან ე.წ. განვითარების
პროექტის განმარტებაა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკევულ დროში განსაზღვრული რესურსებით
კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით.
აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
- · იდეა/პრობლემა/მიზანი
- · საქმიანობათა ერთობლიობა
- · განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი
- · რესურსები/ბიუჯეტი
- · დაწყების და დამთავრების დრო
სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1.
1.
იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)
2.
2. მომზადება
3.
3. განხორციელება
4.
4. შედეგების წარდგენა
ამას მოჰყვება ახალი იდეის ჩამოყალიბება და
პროექტების კეთება ციკლურ ბუნებას ღებულობს.
წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მართვის მხრივ სასწავლო პროექტების რამდენიმე
ფორმა არსებობს:
1. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს და აანალიზებს ინდივიდუალურად.
მოსწავლეები ერთვებიან მხოლოდ ჩატარების პროცესში, როგორც შემსრულებლები.
2. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს, ატარებს და აანალიზებს,
მოსწავლეები თანამონაწილეობით სრულდება სხვადასხვა ეტაპები.
3. მოსწავლეები აყალიბებენ
იდეას, გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ. მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს
და შეფასებების გადამოწმებას ახდენს.
ამ დონეებს შორის საზღვარი
ნათელი და მკაცრი არ არის, შესაძლოა გარკვეულ ფორმებს შორისაც მოხდეს გარკვეული დონეების
გამოკვეთა, როდესაც მოსწავლეებსა და პედაგოგს შორის ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება.
სასწავლო
პროექტად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ღონისძიება, თუ:
- · ის ემსახურება კონკრეტული მიზნის მიღწევას (პრობლემის მოგვარებას);
- · მასში (დაგეგმვა-მომზადება-განხორციელება-გააზრება) ჩართულნი არიან ის ადამიანები (მოსწავლეები) ვინც უნდა ისწავლოს; ჩართულ პირებს შორის განაწილებულია საქმიანობები და პასუხისმგებლობები;
- · მას აქვს განსაზღვრული (წინასწარ დაგეგმილი ან სავარაუდო) ვადები;
- · არსებობს საქმიანობების ჩამონათვალის გაწერა დროის მიხედვით (სამოქმედო გეგმა);
- · სამქმიანობების მიხევით გაწერილია საჭირო რესურსები (შედგენილია ბიუჯეტი);
მოყვანილი მაგალითი შეგიძლიათ
გამოიყენოთ ჩარჩოდ, შეცვალოთ
და
გააუმჯობესოთ.
თავიდან არის მხოლოდ იდეა
- კედლის გაზეთის გამოშვება გარკვეულ თემაზე.
დაგეგმილია, რომ მასწავლებლის
დახმარებით მოსწავლეებმა უნდა შექმნან კედლის გაზეთი, ეს მრავალი სკოლისთვის ჩვეულებრივი
საქმიანობაა, რომელიც არაერთ პედაგოგსა და მოსწავლეს განუხორციელებია.
წარმოვიდგინოთ პედაგოგი,
რომელიც პირველი დონის პროექტს გეგმავს მოსწავლეებისთვის.
რა არის საჭირო იმისთვის
რომ ეს საქმიანობა პროექტად იქცეს?
განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
- · დაუსვით საკუთარ თავს კითხვა. რა არის კედლის გაზეთის შექმნის მიზანი? ჩაიწერეთ შედეგები, რომლებიც გინდათ მიიღოთ მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ გაზეთზე მუშაობას. აღმოაჩენთ რომ საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს მასწავლებლის მიზანი, მაგ.: მოსწავლეებს შეძლებენ დაწერონ კედლის გაზეთისთვის ესე; მოსწავლეებს ეცოდინებათ რა განსხვავებაა ხმაურსა და მუსიკას შორის; მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი მეტი შეისწავლონ მინერალების შესახებ; ან მოსწავლეებს ეცოდინებათ ცვლადი დენი და მასთან დაკავშირებული მოვლენები და სხვ...)
- · მიზნიდან გამომდინარე განსაზღვრეთ ის საქმიანობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ მოსწავლეებს
- · თითოეული საქმიანობისთვის განსაზღვრეთ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო დრო.
- · საქმიანობის წარმატები განხორციელება შესაბამისი რესურსების გარეშე შეუძლებელია. დაწერეთ, რა რესურსები გჭირდებათ, არ დაივიწყოთ ადამიანური რესურსები. რა როლი აქვთ მათ პროექტში, როგორია მათი პასუხისმგებლობა?
- · მას შემდეგ, რაც შეიმუშავებთ პროექტს, მიეცით მოსწავლეებს დავალებები და დრო ამ დავალების შესასრულებლად, შეეცადეთ უზრუნველყოთ ისინი შესაბამისი რესურსებით (წიგნები, ჟურნალები, საინტერესო ადამიანების ტელეფონის ნომრები; ფლომასტერები, ფოტოები, ფურცლები...)
- · განხორციელებული საქმიანობის აღიარება სასკოლო საზოგადოების მიერ მნიშვნელოვანია. მოიწვიეთ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალების (კედლის გაზეთის) პრეზენტაციაზე.
- · პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ რა გამოვიდა კარგად და რისი გაუმჯობესება შეიძლება მომავლისათვის.
ამ საქმიანობათა შედეგად,
პროექტი ”კედლის გაზეთი ****” წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება.
მართვის შემდეგ დონეებზე
პედაგოგის ჩარევა მცირდება და იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა ყველა ეტაპზე.
უნდა ავღნიშნოთ, რომ დროთა
განმავლობაში სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს
უნვითარებსევროკავშირის მიერ აღიარებულ საკვანძო კომპეტენციებსადა მთელი სიცოცხლის
მანძილზე სწავლისთვის საჭირო უნარჩვევებს. გთავაზობთ ამ კომპეტენციათა ჩამონათვალს:
- · მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია;
- · უცხო ენაზე კომუნიკაცია;
- · მათემატიკური კომპეტენცია და საბაზისო კომპეტენციები მეცნირებასა და ტექნოლოგიაში;
- · ციფრული კომპეტენცია;
- · დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
- · პიროვნებათაშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური კომპეტენციები და მოქალაქეობრივი კომპეტენცია;
- · მეწარმეობა;
- · კულტურული გამომხატველობა
წლებია პროექტის ციკლის
მართვის ტრენინგებს ვატარებ განვითარებული და დამწყები ორგანიზაციებისთვის, გარდა ამისა
კონსულტაციებს ვუწევ სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს, როგორ აკეთონ საგანმანათლებლო
პროექტები. მიდგომა, რომელიც ყველაზე მეტად ამართლებს პედაგოგებისთვის და განათლების
მუშაკთათვის, ასეთია:
როცა
მაგალითები ხელმისაწვდომია, გაეცანით მათ.
·
სხვის მიერ ცუდად შესრულებული
ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ შეგიძლია შეაფასო და თქვა: ”მე უკეთ შემიძლია გავაკეთო”
(მაგრამ არა მხოლოდ უნდა თქვა, უნდა გააკეთო კიდეც);
·
შენნაირად გაკეთებული
ნამუშევარი გაძლევს საშუალებას რომ მიხვდე, შენ მარტო არ ხარ!
·
სხვის მიერ კარგად შესრულებული
ნამუშევარი კარგია იმიტომ, რომ იცი რა უნდა გააუმჯობესო შენს საქმიანობაში.
როდესაც
მაგალითები ხელმისაწვდომი არაა (მაგალითად ინტერნეტ-კავშირის არ არსებობის
ან ლიტერატურის ხელმიუწვდომლობის გამო), უნდა
აკეთოთ საქმე და მაგალითი მისცეთ სხვებს, ამასთან გაანალიზოთ საკუთარი საქმიანობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий