დავალებები

დავალება 1 : ესსე

 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის
დაწყებითი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის მეორე კურსის სტუდენტი
მარიტა ბიბლაია
სასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
ლექტორი : პავლე თვალიაშვილი
ესსე
თემა: პედაგოგის თვითგანვითარება ისტ–ს გამოყენებით                და მის გარეშე



თბილისი
2012 წ


     ნათქვამია, რომ „სწავლა სიცოცხლის ბოლომდეა“. ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა მიისწრაფოდეს თავისი ცოდნის გაღრმავებისკენ და გაუმჯობესებისკენ. განათლება ისეთი სფეროა, სადაც ხშირია სიახლეები. პედაგოგს კი მოეთხოვება, როგორც უკვე არსებული ინფორმაციის კარგი ცოდნა, ასევე მეცნიერების თანამედროვე მიღწევების შესწავლა.
      პედაგოგს თვითგანვითარებისთვის მრავალი საშუალება გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად: საკითხავი მასალა, ტრენინგი, სემინარი, ლექცია,  კონფერენცია, დისკუსია და ბევრი სხვა. ეს ყველაფერი მისაწვდომი ხდება ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. ინტერნეტ სივრცეში სასურველი ინფორმაციის მოპოვება შედარებით მარტივია, ვიდრე მის გარეშე. დავუშვათ, პედაგოგს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია კლასის მართვის ტექნოლოგიებზე. პრობლემის ანალიზის შემდეგ, მას შეუძლია სხვადასხვა წიგნებისა და საინტერესო ლიტერატურის მოძიება ინტერნეტში, ტრენინგების გავლა, კონფერენციებზე დასწრება. მაგრამ შეიძლება ისეთი წიგნი აღმოჩნდეს საჭირო, რომლის ელექტრონული ვერსია არ არის და მოგვიწიოს ბიბლიოთეკაში გასვლა. უმთავრესი მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ მასწავლებელს შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არამედ იმას, უწყობს თუ არა ხელს განვითარებაში ამის გამოყენება. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლა არის მრავალფეროვანი, მრავალფეროვნება კი დაინტერესებას უწყობს ხელს.
         გამოცდილების გაზიარება არის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება თვითგანვითარებისათვის, როდესაც შენს ნაშრომს უზიარებ კოლეგებს და ღებულობ შეფასებას, კრიტიკასა და რჩევებს მათგან. ამ ინფორმაციის გაანალიზება გვაძლევს საშუალებას გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა და გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე.
           ასევე პროფესიონალურ განვითარებაში ხელს გვიწყობს IEARN–ი. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების ქსელი. იქ შეგვიძლია ვიპოვოთ სხვადასხვა კვლევა, ონლაინ კურსები, პრეზენტაციები. ასევე ეს საიტი იმით არის კარგი, რომ შეგვიძლია დავუმეგობრდეთ უცხოელ პედაგოგებს და გავცვალოთ ინფორმაცია.
         ახლა, ყველგან, განსხვავებულ პირობებში, ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, მუდმივ სწავლის რეჟიმში არიან და ქმნიან XXI საუკუნის თვითგანვითარებად საზოგადოებას.  მოსწავლეების უწყვეტი სწავლების გზა, პარალელურია პედაგოგების უწყვეტი სწავლების გზისა. სწავლა მოდის ყველგან და ყველასგან, ჩვენ უბრალოდ უნდა ავუღოთ ალღო.




დავალება 2 : კვლევა
კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის unifood–ში.
თემა : რასთან ასოცირდება, თქვენთვის, შოკოლადი?


Count of ქალი/კაციColumn Labels
Row Labelsკაციქალისულ
ბამბანერკა11
გემრიელი22
კარგი განწყობა33
სასუსნავი11
საჩუქარი11
სიტკბო123
ყავა11
ჭამა22
სულ5914
                                 დავალება 3 : პროექტის ანალიზი
დავიწყებ იმთ, რომ ჩემი  ყურადღება მიიპყრო პროექტის სახელმა. ასევე მომეწონა პროექტის არსი, ვფიქრობ სკოლაში მსგავსი პროგრამების შესწავლა, როგორიც არის CD-DVD წამკითხავი, სასწავლო ტელევიზია, პერსონალური კომპიუტერი , არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა განვითარებისთვის.
ამ პროექტის წერის დროს ვადები მითითებული იყო???
ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი 2 თვეზე მეტ ხანს უნდა გრძელდებოდეს.კარგი იქნებოდა  პრაქტიკული მუშაობით პროექტის გამდიდრება. ასევე პროექტისთვის საჭირო არის კომპიუტერული კლასი. რამდენ კომპიუტერზეა მუშაობა გათვლილი და გააჩნია თუ არა სკოლას  საკმარისი აოდენობა?
 
პროექტი
პროექტის სახელი: „მე არქეოლოგი ვარ“

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანი არის ეროვნული სასწავლო გეგმის V-VI კლასის „საზოგადოებრივი მეცნიერებების“ ორი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მათი ინდიკატორების, კერძოთ მე–11 პუნქტის განმტკიცება.



აზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებ დასახლებების ტიპებთან.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. მთები, ტყეები, და სხვა);

·         ასხვავებს საქართველოში გავრცელებულ საცხოვრებელი სახლების ტიპებს;

·         უკავშირებს სახლების არქიტექტურას გეოგრაფიულ გარემოს;

·         ასხვავებს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე, რატომ გვხვდება ძველი ნასახლარები მიუვალ ადგილებში);

·         საქართველოს კონტურულ რუკაზე დაიტანს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს (ქალაქი, დაბა, სოფელი);

·         ასახელებს სხვადასხვა დასახლების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პირობებს, მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე;

·         ერთმანეთს ადარებს საკუთარი და სხვა დასახლებულ პუნქტ ბუნებრი პირობებს.





პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ესკურსია – ნოქალაქევში (არქეოპოლისში).

ესკურსიისთვის მზადება: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ნოქალაქევის შესახებ. მისი ისტორია, რუქაზე აღნიშნონ მდებარეობა, ჩამოწერონ გათხრების დროს ნაპოვნი ნივთები. გადმოწერონ სურათები google.ge-დან. მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზონ და ჯგუფებში მოამზადონ პრეზენტაცია. ასევე ესსეების კონკურსის ჩატარება.გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ჯანმრთელობისთვის უსაფთხო ნედლეულისგან ჯარის აღჭურვილობის მომზადება. –ეს მუშაობა წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს  ნოქალაქევის შესახებ.

ესკურსიის დავალებები:

1.    ნოქალაქევის რუქის შექმნა

2.    ნოქალაქევის მაკეტის შექმნა

3.    ქალაქის ფოტოალბომის შექმნა

4.    გამარჯვებული ესსეს მიხედვით ბრძოლის რექონსტრუქცია.

მონაწილეთა ასაკი: 12– 13წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვარის შედგენა(მოკლე ისტორია, რაც გამოყენებული იქნება ესკურსიაზე), მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაციის გაკეთება.  ესეების კონკურსი, თემა „როგორ დაიპყრო მურვან ყრუმ არქეოპოლისი“.  

პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, ელექტრონული ჟურნალი, ფოტო გალერეა, ბრძოლის რეკონსტრუქციის ვიდეო.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა, ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების, პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევა.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები შეიძენენ ესკურსიის სწორად და საინტერესოდ წარმართვის უნარ–ჩვევებს. გამოცდილებას მიიღებენ რუქისა და მაკეტის შექმნის. შეისწავლიან ნოქალაქევს (არქეოპოლისს).

ბიუჯეტი:


განრიგი:


პრაქტიკული სამუშაი
ქიმ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია ელემენტების, ატომებისა და მოლეკულების შედარებითი დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• თვალსაჩინოების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით აღწერს და ადარებს ერთმანეთს ელემენტსა და ატომს;
• ამოიცნობს ზოგიერთი ელემენტის სიმბოლოს; განასხვავებს ერთმანეთისგან ელემენტებს, ნაერთებსა და ნარევებს;
• იყენებს ნაწილაკოვან მოდელებს და აღწერს ელემენტების ურთიერთქმედებისას ახალი ნივთიერებების წარმოქმნის პროცესს;
• აღწერს ელემენტებს შორის განსხვავებას გარეგნული ნიშნებისა და პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით; ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ელემენტის იზოტოპებს;
• აგროვებს სათანადო ინფორმაციას და აკავშირებს ელემენტის სახელწოდებას მის აღმოჩენასთან ან სხვა ფაქტებთან.

შესაფერისი თვალსაჩინოება – იხილეთ ბმულზე

Комментариев нет: